რიტა ტუკვაძე
Tuesday, September 8, 2015
Wednesday, June 9, 2010
Interesting traditions in some parts of Georgia
პროექტის სახელი: interesting traditions in some parts of Georgia-საქართველოს სხვადასხვა
კუთხეებში გავრცელებული საინტერესო ტრედიციები.
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ეხება საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებულ
ტრადიციებსა და ადათ–წესებს.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ინტერნეტის,წიგნების,ჟურნალების და
სხვა ხელმისაწვდომი წყაროების მეშვეობით უნდა მოიძებნონ ინფორმაცია
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული საინტერესო
ტრადიციების და ადათ–წესების შესახებ;მოძიებული მასალები უნდა
თარგმნონ ინგლისურ ენაზე. მოეწყობა სასკოლო ექსკურსია საქართველოს
რომელიმე კუთხეში,სადაც მოსწავლეები ადგილობრივი მცხოვრებლებისგან
გაიგებენ ჩვენი ქვეყნის ერთი კონკრეტული კუთხის მნიშვნელოვან
ტრადიციებსა თუ ადათ–წესებს,გააკეთებენ აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერებს,
გადაიღებენ ფოტოებს,მოძიებულ მასალებს თარგმნიან ინგლისურ ენაზე,
რომელიც პროექტში მოთავსდება ,,ჟურნალისტის დღიურის" სახელწოდებით.
პროექტზე მუშაობის პროცესში დროდადრო მოხდება ნამუშევრების
წარმოდგენა,მოეწყობა პრეზენტაციები;ნამუშევრებს წარმოადგენენ როგორც
წერილობითი,ისე ფოტო–გამოფენის,აუდიო და ვიდეო მასალების სახით.
მოსწავლეებს დაუგროვდებათ ფაქტობრივი ცოდნა მოცემული საკითხის
ირგვლივ,რომლის დამუშავებას,გადათარგმნას და გადმოცემას შეძლებენ
ინგლისურ ენაზე.მათ განუვითარდებათ მიზნების ჩამოყალიბების,მიზნის
შესაბამისი ამოცანების დასახვის და გადაჭრის,რესურსების შერჩევის,ცოდნის
შემოქმედებითად გამოყენების ,ურთიერთთანამშრომლობის,სამუშაოს
დროში განაწილების უნარ–ჩვევები;ისინი დაეუფლებიან ქართულიდან
ინგლისურ ენაზე თარგმნის ტექნიკას,განივითარებენ გაბმულ მეტყველებას.
მონაწილეთა ასაკი: 16–17 წლის მოსწავლეები
ვადები და ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დათქმულ დროს გაკეთდება პრეზენტაციები,მიიღება კონკრეტული შედეგები,
რომლებსაც დავყოფთ როგორც რაოდენობრივი,ისე თვისობრივი მაჩვენებლების
მიხედვით;მოეწყობა ფოტო მასალის დასათაურება–გამოფენა,აუდიო და
ვიდეო მასალების განხილვა,მოძებნილი ინფორმაციების დახარისხება,
დასათაურება,ნათარგმნების დახვეწა.
მოსალოდნელი შედეგები,
პროდუქტები: მოცემული სასწავლო პროექტი უნდა განთავსდეს ბლოგზე.
სარგებელი სხვებისთვის: ბლოგზე განთავსებულ პროექტს დაათვალიერებენ სხვა სკოლის მოსწავლეები
და გაეცნობიან ინგლისურ ენაზე ნათარგმნ საინტერესო ინფორმაციას
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული ტრადიციების შესახებ,
მსურველები ჩაერთვებიან პროექტში და თავიანთ წვლილს შეიტანენ,რაც მათ
დაეხმარებათ ინგლისური ენის სრულყოფაში,კერძოდ თარგმნის ტექნიკის
განვითარებაში.
სამუშაო ენა: ინგლისური და ქართული
საგნებთან,საგნობრივ
ჯგუფებთან კავშირი: პროექტის განსახორციელებლად და მიზნის მისაღწევად აუცილებელია
ინტეგრირება სხვა საგნებთან,კერძოდ: ისტორიასთან,ქართულ
ლიტერატურასთან.
პროექტის ფასილიტატორი: რიტა ტუკვაძე
ელ.ფოსტა: rita.tukvadze@gmail.com
Tuesday, June 8, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)